Friday, April 4, 2014

ლუკა ზაქარიაძის და ''the benedict''-ის კონცერტი თსუ-ში

საქართველოს ვარსკვლალავის გამარჯვებულმა ლუკა ზაქარიაძემ ჯგუფ ''the benedict''-თან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 2 საათიანი უფასო კონცერტი გამართა.

 დარბაზი კონცერტის დაწყებამდე მთლიანად შეივსო. სტუდენტებს საშუალება მიეცათ მსოფლიო ''Rock'' ჰიტები (30 Seconds To Mars - A Beautiful Lie; System of a down; Led Zeppeling და ა.შ. ) ლუკასა და ''the benedict''-ის შესრულებით მოესმინათ. აგრეთვე, ჯგუფის ორმა ახალმა საავტორო სიმღერამ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 ''საქართველოს ვარსკვლავში ლუკას გულშემატკივარი ვიყავი, მაგარი სცენიურია და აგრეთვე ვგიჟდები მის ხმის ტემბრზე. აქტიურად ვუმესიჯებდი და დღესაც დიდი სიამოვნებით ვესწრები კონცერტს''- განაცხადა სტუდენტმა სოფო კივილაძემ.



ლუკა ზაქარიაძე თვითმართველობის კულტურის დეპარტამენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნით მოიწვია. კონცერტის მიმდინარეობისას დარბაზი ბევრჯერ ადგა ფეხზე მხურალე აპლოდისმენტებით, განსაკუთრებული ოვაციები ირაკლი ჩარკვიანის ''მე გადავცურავ ზღვას'' შესრულებას მოჰყვა. ითხოვდნენ კონცერტის გაგრდძელებას. ლუკამ და ჯგუფმა მათი თხოვნა 2, დარბაზისათვის სასურველი, სიმღერის განმეორებით დააკმაყოფილეს.

 '' აი, ძალიან მაგარი კონცერტი იყო, მაგრები არიან. როკი მიყვარს და ბოლომდე დავიხარჯე. ვიცეკვე და ვიმღერე კიდეც. კარგია თუ მსგავს რამეებს ხშირად გააკეთებს თვითმართველობა''-განაცხადა სტუდენტმა გიორგი ლექვინაძემ''.

No comments:

Post a Comment