
უამრავი ტრენინგის, კანონში არსებული მკვეთრი თუ ბუნდოვანი განმარტებების, მსჯელობის, კამათისა თუ შეთანხმებების მიუხედავად, ზუსტი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ბავშვთა საკითხები მედიაში, არ არსებობს.
კანონში არსებული ჩანაწერების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი მშობლის ნებართვით მოქმედებს, შეუძლია არ დაფაროს ბავშვის სახე და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა ნიშნები. სწორედ ამ უფლებას იყენებენ მედიასაშუალებები არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას, რაც ხშირად ხდება კამათისა და მსჯელობის საგანი და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მედიაში ეთიკური საკითხები ირღვევა.