Sunday, April 21, 2013

ქართულ ტელეარხებს Eutelsat-ის სატელიტზე გასვლა „გლობალ TV“-ს საშუალებით შეეძლებათ


„გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ („გლობალ TV“) და ფრანგულმა თანამგზავრულმა კომპანიამ Eutelsat Communication 18 აპრილს შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც „გლობალ TV“-მ მრავალწლიანი ლიზინგით სატელიტზე Eutelsat 36 სეგმენტი მიიღო. ქართული ტელეარხები სატელიტზე ძირითადად თურქული „თურქსატის“ მეშვეობით გადიოდნენ. ბოლო პერიოდში „თურქსატმა“ განაცხადა, რომ ქართულ არხებს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდა და მათ კუთვნილ სატელიტზე მხოლოდ „ბლექ სი სატის“ საშუალებით გავიდოდა.
„გლობალ TV“-ის გენერალური დირექტორი ზურაბ ბაზლიძე ამბობს, რომ ვერც ერთი ქართული კომპანია მათ კონკურენციას ვერ გაუწევს, ვინაიდან ისინი ტელეარხებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
„იმისათვის რომ იგივე არ მოხდეს, რაც „ბლექ სი სატისა“ და „თურქსატის“ შემთხვევაში მოხდა,  ამიტომ ჩვენ ტელევიზიებს ვთავაზობთ, რომ ჩვენი ჩარევის გარეშე საკუთარი ტექნიკური საშუალებებით აიტანონ სიგნალი სატელიტზე. ამავე დროს მათ არ დაჭირდებათ მაუწყებლობის პარამეტრების შეცვლა. EMPEG 2კოდირებით ავლენ თანამგზავრზე“, - აღნიშნა ზურაბ ბაზლიძემ Media.Ge-სთან საუბრისას.
მისი განმარტებით, მაუწყებლობა ღიად (უფასოდ) გავრცელდება და მოსახლეობასაც არ დასჭირდება აპარატურის გამოცვლა მის მისაღებად. ბაზლიძის თქმით, მოლაპარაკებები მაუწყებლებთან უკვე დაწყებულია.

No comments:

Post a Comment