1.
ანა
გაგვეცანი, მომიყევი შენი განათლების და საქმიანობის
შესახებ.
გამარჯობა,
პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდი, იმედია ინტერვიუ საინტერესო გამოვა.
რაც შეეხება განათლებას დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარ ფილოლოგიის
მაგისტრი, ინგლისურ და ესპანურ ენაში.
ახალგაზრდა
სოციალისტებში ვარ 2008 წლიდან. თავდაპირველად ვიყავი „საქართველოს ფალკონების“ წევრი,
მოგვიანებით ამავე ორგანიზაციის და ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო მდივანი.
2011 წელს ამირჩიეს ახალგაზრდა სოციალისების გენერალურ მდივნად. 2012 წელს კი საერთაშორისო სოციალისტთა კავშირის
(IUSY)
ვიცე პრეზიდენტად.
2.
როგორც ვიცი ფემინისტი ხარ, როგორ ახსნი შენს შეხედულებებს
და დამოკიდებულებას ფემინიზმზე?
კი,
ფემინისტი ვარ და ძალიან ვწუხვარ რომ საქართველოში (და შეიძლება არა მარტო აქ), ბევრს
ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვს ამ ცნებაზე. გენდერულ საკითხებზე მომუშავე ბევრი ადამიანი
მინახავს, რომელებიც რატომღაც არ თვლიან თავს ფემინისტებად, შემდეგი „არგუმენტით“,
რომ გენდერულ თანასწორონას მხარს უჭერენ, მაგრამ ფემინისტები არ არიან, მე კი მიმაჩნია,
რომ ის ადამიანი, რომელიც ხედავს არსებულ გენდერულ უთანასწორობას საზოგადოებაში და
რაც მთავარია იბრძვის ამის წინააღმდეგ ფემინისტია.
3.
რამდენად
რთულია საქართველოში იყო ფემინისტი ქალბატონი?
როგორც
ზემოთ ავღნიშნე რთული უფრო იმ სტერეოტიპების დამარცხებაა, რომელსაც სიტყვა „ფემინიზმს“ მიაწერენ ხოლმე. მე პირადად სადაც ამის შეაძლებლობა
მომეცემა, ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ ყოველთვის ვცდილობ ამ სტერეოტიპებთან ბრძოლას.
4.
გყავს
ქალი იდეალი, რომლისთვისაც მიგიბაძია, ან ამის სურვილი გაგჩენია?
იდეალები
არ მყავს, ჩემთვის ყველა ადამიანი, რომელიც თავისი ღირებულებებითვის, სამართლიანობისთვის,
თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის იბრძვის ისე როგორც შეუძლია, მისაბაძია (ასეთები
კი ნებისმირ ეპოქაში მრავლად იყვნენ).
5.
2012
წლამდე იყავი არასამთავრობო ორგანიზაცია
‘’ახალგაზრდა სოციალისტების ‘’ გამგეობის წევრი, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც კონგრესზე ამავე ორგანიზაციის
გენერალურ მდივნად აგირჩიეს ?
გაიზარდა
ის მოვალეობები რაც ახალგაზრდა სოციალისტების ყველა წევრის წინაშე მაკისრია და როცა
მოვალეობები იზრდება იზრდება პასუხისმგებლობაც.
1.
‘’ახალგაზრდა
სოციალისტებში’’ პირველად არის ქალი გენერალური მდივნის პოზიციაზე, რა შეიცვალა ამით ორგანიზაციაში?
მართალია
მე პირველი ქალი გენერალური მდივანი ვარ, მაგრამ სხვათა შორის ახალგაზრდა სოციალისტებში
ქალები ყოველთვის იკავებდნენ მნიშვნელოვან პოზიციებს გამგეობაში და წევრების უმრავლესობასაც
შეადგენდნენ. ეს მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი თვისება არ არის, ზოგადად
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალები ძალიან აქტიურ საქმიანობას ეწევიან
და ხშირად ხელმძღვანელ პოზიციებზეც გვევლინებიან, თუმცა სამწუხაროდ რაც უფორ „ზემოთ“
ავდივართ ქალების რაოდენობა წამყვან პოზიციებზე მით უფრო მცირდება (მაგალითად საქართველოს
პარლამენტი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც ქალებთა წარმომადგენლობა მხოლოდ 10%-ია).
რაც
შეეხება იმას თუ რა შეიცვალა ამით ორგანიზაციაში, ალბათ სიმბოლურია, რომ პირველი მასშტაბური
პროექტი, რომელიც ჩემი მანდატის ფარგლებში განხორციელდა გენდერულ თანასწორობას ეხებოდა
და ორგანიზაციამ ამ საკითხზე უფრო აქტიურად დაიწყო მუშაობა.
2.
მომიყევი
‘’iusy’’-ში შენი საქმიანობის შესახებ?
2012
წელს ასუნსიონში, იუსის კონგრესზე მის ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტად მეც ამირჩიეს. რაც
შეეხება ჩემს კონკრეტულ პროფილს, ვარ იუსის ფემინიზმის სამუშაო ჯგუფისა და შავი ზღვის
აუზის ქვეყნების კოორდინატორი.
1.
როგორც
‘’ახალგაზრდა სოციალისტების’’ წარმომადგენელი გიწევს საზგვარგარეთ სიარული, ითამაშა
თუ არა ამ ფაქტმა რაიმე როლი შენს პროფესიულ წინსვლაში?
ახალგარზდა
სოციალისტებს საკმაოდ მჭირდო ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სოციალისტებთან
და ჩვენი სქმიანობიდან გამომდინარე ხშირად გვიწევს ხოლმე საზღვარგარეთ სიარული. რათქმაუნდა
ჩემს პროფესიულ წინსვლაში საერთაშორისო ღონისძიებებსა თუ ფესტივალებში მონაწილეობამ
ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იმ ახალგაზრდების გაცნობა და მათი გამოცდილების
გაზიარება, რომლებიც თავის ქვეყნებში საკმაოდ აქტიურ და სასარგებლო საქმიანობას ეწევიან
და წარმატებასაც აღწევენ ჩემთვის სტიმულის მომცემია.
2.
გაქვს
საზგვარგარეთ პროფესიული კავშირები?
ამ
ხნის განმავლობაში რაც ახალგაზრდა სოციალისტების წევრი ვარ ძალიან ბევრ საინტერესო
და აქტიურ ადამიანს შევხვდი და მათთან კონტაქტს დღემდე ვინარჩუნებ.
3.
ანა
რამდენ პროექტში მიგიღია მონაწილეობა?
არ
დამითვლია J მაგრამ საკმაოდ ბევრში.
4.
რომელი
პროექტი დაიწერა შენი ინიციატივით?
„გენდერული
თანასწორობა - ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“, რომელიც 2013 წელს გენდერული თანასწორობის
ფორუმით დასრულდა და პროექტი ახალგაზრდულ უმუშევრობაზე, რომელიც 2013 წლის მარტში დაიწყო
და იმედია პირველივით წარმატებული გამოვა.
5.
რა გეგმები გაქვს უახლოესი მომავლისათვის?
გარდა
ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისა ჩემი უახლოესი მომავლის
გეგმები ახალგაზრდა მუშათა ფესტივალში მონაწილეობაა, რომელიც გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის 150 წლისთავს ეძღვნება.
ასევე
ვემზადებით საკმაოდ დატვირთული და საინტერესო ზაფხულისთვის, ევროპის სოციალისტთა საზაფხული
ბანაკისა და ჩვენი ტრადიციული „ევროტურისთვის“.
6.
რა არის
მთავარი მიზანი შენს ცხოვრებაში?
ძალიან
რთულია ერთი კონკრეტული, დიდი მიზნის დასახელება. მთავარი და საინტერესო ალბათ უფრო
მიზნებისკენ მისასვლელი ეტაპები/გზებია და შენი თავისა და შესაძლებლობების მაქსიმალური
გამოყენებაა ამ მიზნების მისაღწევად.
7.
რას
გვეტყოდი ინტერვიუს დასასრულს? J
დიდი
მადლობა სიანტერესო კითხვებისთვის, იმედია პასუხებიც შესაბამისი იყო J
No comments:
Post a Comment