რუსთაველის გამზირი
და თავისუფლების მოედანი გადაკეტილია. საცობებით გაღიზიანებული მძღოლები სიგნალებით
და ქართული გინებით აპროტესტებენ იმ მიზეზს, რის გამოც სამსახურში, სასწავლებელში და
სხვა დაწესებულებებში აგვიანებენ. მიზეზი კი ლგბტს წარმომადგენლების აღლუმი და მათ
წინააღმდეგ მართმადიდებლების საპროტესტო აქციაა.
მე და ჩემმა ჯგუფელებმა
ჩავიარეთ ფილარმონია, გამოგვეხმაურა ერთი ქალბატონი:
-სად მიდიხართ ბავშვებო?
- აქციაზე.
-ვის მხარეს ხართ
თქვენ, ა?
-ქალბატონო, ჩვენ
დამწყები ჟურნალისთები ვართ, რეპორტაჟი უნდა გავაკეთოთ დღევანდელ მოვლენაზე.
- აბა თქვენ იცით,
არაფერი შეგეშალოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ რიგში ქართველები ვართ!
ასე დაგვარიგა ქართველმა
ქალბატონმა. ჟურნალისტები მიუკერძოებლები და ობიექტურები უნდა იყვნენ, მოვლენები ისე
ასახონ,რომ ორივე მხარე ნათლად ჩანდეს. ეს ფაქტი, ეტყობა, ცხელ გულზე დაავიწყდა.
ჩავიარე რუსთაველის
მეტრო და ამ აჟიაოტაჟში საინტერესო ფაქტს ვაფიქსირებ, გამოჩნდა სახანძრო მანქანა. ვფიქრობ,
ალბათ აქციაზე დაიძაბა სიტუაცია და ნაბიჯს ავუჩქარე. არ შემშინებია, რადგან პირნათლად
უნდა მოვიხადო ჩემი ჟურნალისტური ვალი და მოვლენების ეპიცენტრში ვიყო. მაგრამ ერთმა
მეხანძრემ მოულოდნელად ჩემი ენთუზიაზმი და ნაგვის ურნა ჩააქრო.
მივდივარ და მესმის
ჩვენი ქვეყნის სახელი: ‘’საქართველო, საქართველო’’!
‘’საქართველო პედერასტების გარეშე!’’ დაჯგუფებული სკოლის მოსწავლე ბიჭები, რომლებიც
ანთებული და გაწითლებული სახით ყვიროდნენ.
შეძახილების ფონზე
მესმის ხმამაღალი რეპლიკა: ‘’მაინცდამაინც დრეს მოუნდათ აღლუმის მოწყობა ამ პედერასტებს
რა, დავტოვე მანქანა სახლში მაგათ გამო!’’ ვიხედები, ახალგაზრდა, ლამაზი გოგო, რომელსაც
აშკარად უჭირს მაღალ ქუსლებზე ფეხით სიარული.
მივდივარ თავისუფლების
მოედნიოსკენ და მესმის ფრაზები, რომლებსაც ჩემს ბლოკნოტში ვინიშნავ: ‘’ბიჭო! კამერას
ერიდე, მამაშენმა არ გნახოს, პედერასტი არ ეგონო!’’; ‘’წამო ჩქარა! ჩემი თვალით უნდა
ვნახო მაგ ქათმებს როგორ გაპუტავენ!’’; ‘’არ გადამკოცნო თუ ძმა ხარ, რას იფიქრებს ხალხი!’’
და ა.შ.
აი, მივუახლოვდი
თავისუფლების მოედანს, შორიდან გამოჩნდა ხატები. პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს ჭინჭრები
უჭირავთ ხელში, რომელიც უცებ ბზები მეგობა, რადგან რელიგიური სიმბოლოა. ხალხი მზად
არის, ლგბტს წარმომადგენლების გამოჩენისთანავე ჭინჭრებით განდევნონ აქედან.
ყველა და მათ შორის
მეც ველოდები როდის გამოჩნდებიან ‘’ისინი’’. ამის გაფიქრება და დაიძრა ხალხი: ‘’ჩქარა,
ჩქარა!’’ ‘’მოვკლათ, გავიფინოთ, დავხოცოთ ერთი მაგათი...........!’’ თუ სახანძრო მანქანას
ავყევი ფეხდაფეხ, აქ დავიბენი და ძალიან შემეშინდა. ვდგავარ გაშმაგებულ და გაცხარებულ
ხალხს შორის, რომლებიც მზად არიან ფიზიკურად და სასტიკად გაუსწორდნენ ლგბტს წარმომადგენლებს.
ამაზე მეტყველებს ‘’ბენდენა’’ წაკრული ახალგაზრდები, რომლებსაც ზურგს უკან ‘’დუბინკები’’
და დანები აქვთ დამალული. დაიძრნენ აგრეთვე პარლამენტის წინ შეკრებილები, ხატებით და
ჭინჭრებით ხელში.
ძნელია იმ ემოციების
გადმოცემა, რომელიც მეუფლება და უფრო რთულია ჟურნალისტური ეთიკის დაცვა: ობიექტურობა
და მიუკერძოებლობა.
პოლიცია ვერ აკავებს
ხალხის მასას და ბოლოს მართმადიდებლების საპროტესტო აქცია, სისხლიან დაპირისპირებაში
გადაიზარდა.
მოვლენების შემდგომ
განვითაებას უკვე სახლიდან ვადევნებდი თვალ-ყურს. ტრადიციული მედიით მთელი დღის განმავლობაში
შუქდება ცხარე დებატები და ასევე ონლაინ სივრცე, სადაც დაწერილი კომენტარები და პოსტები,
მხოლოდ დრევანდელი მოვლენის ამსახველია.
საქართველო მოვლენების
ეპიცენტრშია.
No comments:
Post a Comment