საქართველოს ვარსკვლალავის გამარჯვებულმა ლუკა ზაქარიაძემ ჯგუფ ''the benedict''-თან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 2 საათიანი უფასო კონცერტი გამართა.
დარბაზი კონცერტის დაწყებამდე მთლიანად შეივსო. სტუდენტებს საშუალება მიეცათ მსოფლიო ''Rock'' ჰიტები (30 Seconds To Mars - A Beautiful Lie; System of a down; Led Zeppeling და ა.შ. ) ლუკასა და ''the benedict''-ის შესრულებით მოესმინათ. აგრეთვე, ჯგუფის ორმა ახალმა საავტორო სიმღერამ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
''საქართველოს ვარსკვლავში ლუკას გულშემატკივარი ვიყავი, მაგარი სცენიურია და აგრეთვე ვგიჟდები მის ხმის ტემბრზე. აქტიურად ვუმესიჯებდი და დღესაც დიდი სიამოვნებით ვესწრები კონცერტს''- განაცხადა სტუდენტმა სოფო კივილაძემ.
კრეა-TV
Friday, April 4, 2014
Tuesday, July 2, 2013
„კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტი ტელეკომპანიას ხსნის
2 ივლისი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეა
2013 წლის 2 ივლისს მსოფლიოში სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში უკვე მეოცე წელია აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიოს სპორტისა და პრესის ასოციაციის წევრი გახდა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თბილისში გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი იმართება. აღნიშნული ტურნირი სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ტარდება.
დევნილები და მათი პრობლემები
‘’თელასიდან იყვნენ მოსულები,
ესე თქვეს, თუ ხვალ 1 საათამდე არ გადავიხდით შუქის ფულს, გაგვითიშავენ’’-ეს არის პირველი
ფრაზა, რომელიც მესმის დევნილების კომპაქტური ჩასახლების კიბეებზე ასვლისას.
4 მამაკაცი ზის კორიდორში
და განიხილავს შუქთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთ-ერთი მათგანი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა, ძალიან გამიხარდა. მივედი, მივესალმე, მოვიკითხე
და ვეუბნები თუ რა მიზნით მოვედი.პირველ რიგში ვინტერესდები იმ პრობლემით, რომელიც
რამოდენიმე წუთის წინ გავიგე.
"ინტერნიუსი საქართველო" იწყებს პროექტს „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“
“ინტერნიუსი საქართველო“, „ინტერნიუსი სომხეთი“ და „ინტერნიუსი აზერბაიჯანი“ ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის მაისიდან ახორციელებენ 2 წლიან პროექტს სახელწოდებით „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კოლეგები სოხუმიდან (აფხაზეთი), ცხინვალიდან (სამხრეთ ოსეთი) და ყარაბაღიდან.
Subscribe to:
Posts (Atom)