Tuesday, July 2, 2013
„კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტი ტელეკომპანიას ხსნის
2 ივლისი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეა
2013 წლის 2 ივლისს მსოფლიოში სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში უკვე მეოცე წელია აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიოს სპორტისა და პრესის ასოციაციის წევრი გახდა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თბილისში გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი იმართება. აღნიშნული ტურნირი სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ტარდება.
დევნილები და მათი პრობლემები
‘’თელასიდან იყვნენ მოსულები,
ესე თქვეს, თუ ხვალ 1 საათამდე არ გადავიხდით შუქის ფულს, გაგვითიშავენ’’-ეს არის პირველი
ფრაზა, რომელიც მესმის დევნილების კომპაქტური ჩასახლების კიბეებზე ასვლისას.
4 მამაკაცი ზის კორიდორში
და განიხილავს შუქთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთ-ერთი მათგანი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა, ძალიან გამიხარდა. მივედი, მივესალმე, მოვიკითხე
და ვეუბნები თუ რა მიზნით მოვედი.პირველ რიგში ვინტერესდები იმ პრობლემით, რომელიც
რამოდენიმე წუთის წინ გავიგე.
"ინტერნიუსი საქართველო" იწყებს პროექტს „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“
“ინტერნიუსი საქართველო“, „ინტერნიუსი სომხეთი“ და „ინტერნიუსი აზერბაიჯანი“ ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის მაისიდან ახორციელებენ 2 წლიან პროექტს სახელწოდებით „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კოლეგები სოხუმიდან (აფხაზეთი), ცხინვალიდან (სამხრეთ ოსეთი) და ყარაბაღიდან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალისტური მასალები გამოავლინა
პირველი ადგილი სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტის გიორგი მგელაძის მიერ მომზადებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, "მეწარმე პარლამენტარის წინააღმდეგ", დაიკავა. მეორე ადგილი აგრეთვე სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტს, ცქრიალა შერმადინს ერგო გამოძიებისთვის "მოტყუებული ფერმერები“. მესამე ადგილი კი, გაზეთ "ახალი გაზეთის" რეპორტიორის, თეა ზიბზიბაძის სტატიამ "ჩინოვნიკთა კორუფციული სქემები და თანამდებობით მიღებული წილები ბიზნესში" დაიკავა.
Monday, July 1, 2013
„1 ოქტომბრის შემდეგ მოქალაქეებს საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდზე კომუნიკაციისთვის მეტი ბერკეტი აქვთ“
1 ოქტომბრის შემდეგ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში სოციალურ ქსელ Facebook-ის კედელი დახურული, ხოლო შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია დახურული ჰქონდა, დღეს ეს პრობლემები მოაგვარა და მოქალაქეებს აქვთ მეტი ბერკეტი უწყებასთან საკომუნიკაციოდ- ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საჯარო დაწესებულებების ოფიციალური Facebook გვერდებისა და ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიშს წარმოადგენს
სიძულვილის ენა და დისკრიმინაციული გამოხატვა ქართულ მედიაში- MDF-ის ანგარიში
ჟურნალისტების აქცია და მინისტრის რეაქცია

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად გაერთიანებულმა ჟურნალისტებმა 25 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და 12 წლის მირზა ცეცხლაძის გადაუდებელი ოპერაციისთვის სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს.
„შეასრულე მოვალეობა! გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე!“-ეწერა გრძელ ტრანსპარანტზე, რომელიც 15-მდე ჟურნალისტს ეკავა.
Subscribe to:
Posts (Atom)