Tuesday, July 2, 2013

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალისტური მასალები გამოავლინა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, საუკეთესო  საგამოძიებო სტატია/სატელევიზიო სიუჟეტი გამოავლინა.
პირველი ადგილი   სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტის გიორგი მგელაძის მიერ მომზადებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, "მეწარმე პარლამენტარის წინააღმდეგ", დაიკავა.  მეორე ადგილი აგრეთვე სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტს, ცქრიალა შერმადინს ერგო გამოძიებისთვის "მოტყუებული ფერმერები“. მესამე ადგილი კი, გაზეთ "ახალი გაზეთის" რეპორტიორის, თეა ზიბზიბაძის სტატიამ "ჩინოვნიკთა კორუფციული სქემები და თანამდებობით მიღებული წილები ბიზნესში" დაიკავა.

კონკურსი აპრილის დასაწყისში გამოცხადდა. მაისის ბოლოს ორგანიზაციაში 10 ნაშრომი შევიდა, 5 სატელევიზიო სიუჟეტი და 5 საგაზეთო(ონლაინ) სტატია. ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: ნინო ჟიჟილაშვილი, გადაცემა "პოლიტმეტრის" წამყვანი, ნანა ბიგანიშვილი, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი, ოლესია ვართანიანი, რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი, ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი და მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისოგამჭვირვალობა – საქართველოს" ანალიტიკოსი.
ორგანიზაციამ საგამოძიებო სტატიის/სატელევიზიო სიუჟეტის კონკურსის გამოცხადება საგამოძიებო ჟურნალისტიკის წასახალისებლად გადაწყვიტა, რადგან "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ ეს სფერო შედარებით სუსტია ქვეყანაში და იმ ჟურნალისტთა რაოდენობაც არაა დიდი, ვინც ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს.
ორგანიზაცია ასეთი კონკურსის გამოცხადებას მომავალშიც გეგმავს.

No comments:

Post a Comment