Tuesday, July 2, 2013
„კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტი ტელეკომპანიას ხსნის
2 ივლისი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეა
2013 წლის 2 ივლისს მსოფლიოში სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში უკვე მეოცე წელია აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიოს სპორტისა და პრესის ასოციაციის წევრი გახდა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თბილისში გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი იმართება. აღნიშნული ტურნირი სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ტარდება.
დევნილები და მათი პრობლემები
‘’თელასიდან იყვნენ მოსულები,
ესე თქვეს, თუ ხვალ 1 საათამდე არ გადავიხდით შუქის ფულს, გაგვითიშავენ’’-ეს არის პირველი
ფრაზა, რომელიც მესმის დევნილების კომპაქტური ჩასახლების კიბეებზე ასვლისას.
4 მამაკაცი ზის კორიდორში
და განიხილავს შუქთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთ-ერთი მათგანი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა, ძალიან გამიხარდა. მივედი, მივესალმე, მოვიკითხე
და ვეუბნები თუ რა მიზნით მოვედი.პირველ რიგში ვინტერესდები იმ პრობლემით, რომელიც
რამოდენიმე წუთის წინ გავიგე.
"ინტერნიუსი საქართველო" იწყებს პროექტს „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“
“ინტერნიუსი საქართველო“, „ინტერნიუსი სომხეთი“ და „ინტერნიუსი აზერბაიჯანი“ ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის მაისიდან ახორციელებენ 2 წლიან პროექტს სახელწოდებით „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კოლეგები სოხუმიდან (აფხაზეთი), ცხინვალიდან (სამხრეთ ოსეთი) და ყარაბაღიდან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალისტური მასალები გამოავლინა
პირველი ადგილი სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტის გიორგი მგელაძის მიერ მომზადებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, "მეწარმე პარლამენტარის წინააღმდეგ", დაიკავა. მეორე ადგილი აგრეთვე სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტს, ცქრიალა შერმადინს ერგო გამოძიებისთვის "მოტყუებული ფერმერები“. მესამე ადგილი კი, გაზეთ "ახალი გაზეთის" რეპორტიორის, თეა ზიბზიბაძის სტატიამ "ჩინოვნიკთა კორუფციული სქემები და თანამდებობით მიღებული წილები ბიზნესში" დაიკავა.
Monday, July 1, 2013
„1 ოქტომბრის შემდეგ მოქალაქეებს საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდზე კომუნიკაციისთვის მეტი ბერკეტი აქვთ“
1 ოქტომბრის შემდეგ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში სოციალურ ქსელ Facebook-ის კედელი დახურული, ხოლო შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია დახურული ჰქონდა, დღეს ეს პრობლემები მოაგვარა და მოქალაქეებს აქვთ მეტი ბერკეტი უწყებასთან საკომუნიკაციოდ- ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საჯარო დაწესებულებების ოფიციალური Facebook გვერდებისა და ვებ-გვერდების მონიტორინგის ანგარიშს წარმოადგენს
სიძულვილის ენა და დისკრიმინაციული გამოხატვა ქართულ მედიაში- MDF-ის ანგარიში
ჟურნალისტების აქცია და მინისტრის რეაქცია

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად გაერთიანებულმა ჟურნალისტებმა 25 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და 12 წლის მირზა ცეცხლაძის გადაუდებელი ოპერაციისთვის სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს.
„შეასრულე მოვალეობა! გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე!“-ეწერა გრძელ ტრანსპარანტზე, რომელიც 15-მდე ჟურნალისტს ეკავა.
Tuesday, May 21, 2013
მართმადიდებლები VS ლგბტ
რუსთაველის გამზირი
და თავისუფლების მოედანი გადაკეტილია. საცობებით გაღიზიანებული მძღოლები სიგნალებით
და ქართული გინებით აპროტესტებენ იმ მიზეზს, რის გამოც სამსახურში, სასწავლებელში და
სხვა დაწესებულებებში აგვიანებენ. მიზეზი კი ლგბტს წარმომადგენლების აღლუმი და მათ
წინააღმდეგ მართმადიდებლების საპროტესტო აქციაა.
Monday, May 20, 2013
''მართმადიდებლების პროტესტი''
"ის ზიზღი, რაც დღეს ვნახე ადამიანების თვალებში არასდროს მინახავს"

მახათას მთის მთაწმინდელი მამების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახური დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი 17 მაისის აქციაზე, „ლიბერლთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ „დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, სად ვართ და რამდენად გვაკლია ინტელექტი და ცოდნა. ამის გარეშე კი ეკლესიური ცხოვრება ფანატიზმია“.
Monday, April 22, 2013
ბავშვები და მედია

უამრავი ტრენინგის, კანონში არსებული მკვეთრი თუ ბუნდოვანი განმარტებების, მსჯელობის, კამათისა თუ შეთანხმებების მიუხედავად, ზუსტი ფორმულა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ბავშვთა საკითხები მედიაში, არ არსებობს.
კანონში არსებული ჩანაწერების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი მშობლის ნებართვით მოქმედებს, შეუძლია არ დაფაროს ბავშვის სახე და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა ნიშნები. სწორედ ამ უფლებას იყენებენ მედიასაშუალებები არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას, რაც ხშირად ხდება კამათისა და მსჯელობის საგანი და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მედიაში ეთიკური საკითხები ირღვევა.
ჟურნალისტი ეკა ფირცხალავა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აკრიტიკებს

ჟურნალისტმა და მედიატრენერმა ეკა ფირცხალავამ, რომელიც მონაწილეობდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ფეისბუკში გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები ქარტიის მიმართ.
Media.Ge უცვლელად გთავაზობთ ეკა ფირცხალავას წერილს.
ამ მიმართვის გამოქვეყნებისთანავე, ზოგიერთი ჟურნალისტი აუცილებლად იტყვის, რომ მიმართვას ვაქვეყნებ რადგან სხვა აირჩიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად. დაე, თქვან! ჩემი უპირატესობა, ჩემი 15 წლიანი ჟურნალისტური საქმიანობაა - პოლიტიკის და ჩინოვნიკური დილემების გარეშე! ამ მიმართვას ვაქვეყნებ, რადგან ბოლო პერიოდში დეტალურად გავეცანი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მუშაობას, რომელიც 2009 წლის 4 დეკემბერს დაარსდა და მიმაჩნია, რომ კითხვები, რომლებიც გამიჩნდა ქარტიის მუშაობასთან დაკავშირებით, უნდა გახდეს მსჯელობის საგანი უპირველეს ყოვლისა ჟურნალისური სტანდარტების და ეთიკური ნორმების გასაუმჯობესებლად.
Sunday, April 21, 2013
ქართულ ტელეარხებს Eutelsat-ის სატელიტზე გასვლა „გლობალ TV“-ს საშუალებით შეეძლებათ

„გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ („გლობალ TV“) და ფრანგულმა თანამგზავრულმა კომპანიამ Eutelsat Communication 18 აპრილს შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც „გლობალ TV“-მ მრავალწლიანი ლიზინგით სატელიტზე Eutelsat 36 სეგმენტი მიიღო. ქართული ტელეარხები სატელიტზე ძირითადად თურქული „თურქსატის“ მეშვეობით გადიოდნენ. ბოლო პერიოდში „თურქსატმა“ განაცხადა, რომ ქართულ არხებს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდა და მათ კუთვნილ სატელიტზე მხოლოდ „ბლექ სი სატის“ საშუალებით გავიდოდა.
Monday, April 8, 2013
სტერეოტიპების დარღვევა საქართველოში
1.
ანა
გაგვეცანი, მომიყევი შენი განათლების და საქმიანობის
შესახებ.
გამარჯობა,
პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდი, იმედია ინტერვიუ საინტერესო გამოვა.
რაც შეეხება განათლებას დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარ ფილოლოგიის
მაგისტრი, ინგლისურ და ესპანურ ენაში.
ათი ქვეყანა, სადაც ყველაზე უფრო ძლიერია პრესის ცენზურა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 15 წლის განმავლობაში ზოგიერთი საბჭოთა რესპუბლიკა ლიბერალური დემოკრატიის გზაზე დადგა.
ზოგი კი - სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით - დიდად ჩამორჩება ამ პროცესს. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმია პრესის თავისუფლება.
სამშაბათს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის წინ, "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა", რომელსაც ნიუ იორკში უდევს ბინა, გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით: "ათი ქვეყანა, სადაც ყველაზე უფრო ძლიერია პრესის ცენზურა." მათ შორის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა.
"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" თანახმად, ანგარიშში ჩამოთვლილი ქვეყნები სიმართლის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებით და სხვადასხვა ხარისხით ილაშქრებენ. მაგრამ ათივეს აერთიანებს საერთო ნიშნებიც.
უმეტეს შემთხვევებში ესაა ავტოკრატების მიერ მართული სახელმწიფოები, სადაც ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს მოქალაქეთა ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ. ამ ქვეყნებში მხოლოდ სასურველ ინფორმაციას ავრცელებენ, უარყოფითს კი მალავენ.
სამშაბათს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის წინ, "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა", რომელსაც ნიუ იორკში უდევს ბინა, გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით: "ათი ქვეყანა, სადაც ყველაზე უფრო ძლიერია პრესის ცენზურა." მათ შორის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა.
"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" თანახმად, ანგარიშში ჩამოთვლილი ქვეყნები სიმართლის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებით და სხვადასხვა ხარისხით ილაშქრებენ. მაგრამ ათივეს აერთიანებს საერთო ნიშნებიც.
უმეტეს შემთხვევებში ესაა ავტოკრატების მიერ მართული სახელმწიფოები, სადაც ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს მოქალაქეთა ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ. ამ ქვეყნებში მხოლოდ სასურველ ინფორმაციას ავრცელებენ, უარყოფითს კი მალავენ.
უხამსობა და ქართული მედია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, 27 მარტს გაიმართა
დისკუსია თემაზე ”უხამსობა ქართულ მედიაში”. მედიაექსპერტების აზრით, ბოლო
დროს ქართულ მედიაში უხამსობის შემცველი მასალის ტირაჟირების შემთხვევებმა
იმატა. ტელეეთერიდან სულ უფრო ხშირად ისმის შეურაცხმყოფელი ლექსიკა. რა
არის ამ ვერბალური აგრესიის მიზეზი და როგორ არეგულირებს მას საქართველოს
კანონმდებლობა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია? ამ საკითხებზე რადიო
თავისუფლებამ სადისკუსიო მაგიდასთან მოიწვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
წევრი, ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი და ადამიანის უფლებების სწავლებისა
და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.
Subscribe to:
Posts (Atom)